„ლას პალმასის“ ფეხბურთელმა ჯონათან ვიერამ კარიერაში პაუზის აღება გადაწყვიტა, რისი მიზეზიც მისი მეუღლეა.
ვიერას მეუღლეს, ესტეფანიას საშვილოსნოს კიბოს გამო ოპერაცია გაუკეთეს, ფეხბურთელმა კი მის მხარდასაჭერად და დასახმარებლად, რათა მას მეტი დრო დაუთმოს, კარიერაში პაუზა აიღო. იმის გათვალისწინებით, რომ ის 34 წლისაა, განაახლებს თუ არა კარიერას, ჯერ უცნობია.
„ყოველთვის ასე, ღიმილით, ის ყოველთვის ჩვენი საუკეთესო იარაღი იყო. მიყვარხარ“, - დაწერა ვიერამ სოციალურ ქსელში ფოტოზე, რომელშიც მეუღლესთან ერთად არის.
ჯონათან ვიერა „ლას პალმასის“ გარდა, „ვალენსიაში“, „რაიო ვალეკანოში“, „სტანდარდსა“ და „ბეიჯინგში“ თამაშობდა, 2017 წელს კი ესპანეთის ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა.