ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყო მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ფინალში რომეო ბერიძე გავიდა.
60 კგ წონით კატეგორიაში ბერიძემ საწყის წრეში პოლონელი და ყაზახი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქი მერთ ილბარსი 3:1 დაამარცხა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა, სადაც ხვალ რუს ანვარ ალახიაროვს შეხვდება.
დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა, მაგრამ დიეგო ჩხიკვაძემ, ოთარ აბულაძემ, საბა მამალაძემ და ლაშა ტვილდიანმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.
გარდა ამისა, 28 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება.