ფეხბურთი

18:20 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თითქმის 1 წლის შემდეგ ნოიერი "ბაიერნის" კარს დაიცავს

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ „ბაიერნს“ მანუელ ნოიერი დაუბრუნდა. ტომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ვეტერანი მეკარე „დარმშტადტთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ნოიერმა მოირჩინა მძიმე ტრავმა და „ბაიერნის“ კარში გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველად ჩადგება. მანუელმა გასული წლის ბოლოს ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, შემდეგ კი ზამთრის შვებულების დროს თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ კარს ნოიერის არყოფნაში გასულ სეზონში იან ზომერი, მიმდინარე სეზონში კი სვენ ულრაიხი იცავდა.

0.124864