ფეხბურთი

17:42 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "არავინ გაურბის სიტყვა სკუდეტოს, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ"

„იუვენტუსი“ ბევრს იტალიის ჩემპიონატის ფავორიტად მიაჩნია, რადგან ტურინელები მხოლოდ სერია A-ში თამაშობენ, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. „იუვეს“ თავკაცმა ეს ნარატივი „ვერონასთან“ მატჩამდეც გაიმეორა.

„ვერონა“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია და ყურადღებით უნდა ვიყოთ, ამ თამაშს სწორად უნდა მივუდგეთ, რომ „მილანთან“ გამარჯვებას ფასი მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ „ვერონასთან“ ვერ მოვიგებთ, „მილანთან“ 3 ქულას აზრი დაეკარგება.

სკუდეტო? არავინ გაურბის ამ სიტყვას, მაგრამ ფეხბურთი მომენტებისგან შედგება და რეალისტები უნდა ვიყოთ. ეს გუნდი მომავალზეა გათვლილი, ყოველდღე კარგად ვმუშაობთ, მაგრამ უნდა გავიზარდოთ, როგორც ტექნიკურად, ისე მენტალურად, რათა მყარი გუნდი ავაშენოთ. მიზანი ნათელია - ოთხეულში უნდა მოვხვდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდეთ“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 20 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. გასულ სეზონთან შედარებით, „იუვეს“ 9 ტურის თავზე 7 ქულით მეტი აქვს მოპოვებული.

0.135833