ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა თორნიკე შენგელიას თამაშს დაესწროს. ნეაპოლური მედიის ცნობით, ჯერ ამაზე ჭორები ვრცელდება, რომელიც შეიძლება გამართლდეს.
30 ოქტომბერს, როდესაც „ნაპოლის“ ფეხბურთელებს თავისუფალი დღე ექნებათ, საკალათბურთო სერია A-ში „გევი ნაპოლი“ „ვირტუს ბოლონიას“ უმასპინძლებს, სადაც თორნიკე შენგელია თამაშობს.
გამოცემების ცნობით, კვარაცხელია და ჯოვანი დი ლორენცო აპირებენ, რომ ამ საკალათბურთო თამაშს დაესწრონ.
აღსანიშნავია, რომ თორნიკე შენგელია გასულ სეზონში, „ნაპოლის“ საჩემპიონო მატჩს დაესწრო უდინეში და კვარაცხელიას მაისურიც ეცვა.