„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ლეჩესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჰკითხეს, დაცვაში საბა საზონოვის გამოჩენაა მოსალოდნელი თუ, მერგიმ ვოივოდას შეუცვლის პოზიციას და ცენტრალურ მცველად ათამაშებს.
ხორვატმა სპეციალისტმა პირდაპირ არ თქვა, რა გეგმა აქვს ხვალინდელ შეხვედრაში, მაგრამ არც ერთი ვარიანტი გამორიცხა:
„საზონოვი ძალიან მომწონს, სწავლის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამორჩება ჩვენი სათამაშო სტილისა და ფეხით თამაშის თვალსაზრისით. „ლაციოსთან“ ის ძალიან კარგად შემოვიდა, მეც გამიკვირდა მისი გავლენა, „ინტერთან“ კი გაუჭირდა. დიახ, ამჟამად დაცვაში ვოივოდას ვარიანტიც გვაქვს“, - განაცხადა იურიჩმა.
შეგახსენებთ, საბა საზონოვმა „ტორინოში“ დღემდე 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა, 90 წუთი მოედანზე არც ერთხელ გაუტარებია. „ტორინო“, რომელსაც ბოლო 5 მატჩი არ მოუგია, „ლეჩეს“ 28 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.