ლივერპულის „ევერტონს“ შესაძლოა 12 ქულა დააკლონ. ამის შესახებ Telegraph-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, ლივერპულელებმა ფინანსური ფეარ-პლეი დარღვევის, რის გამოც მძიმე სასჯელი ელოდება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს გამოეხმაურა ჯეიმი კარაგერი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ „ევერტონს“ ერთადერთი დარღვევისთვის 12 ქულა უნდა დააკლონ, მაშინ „მანჩესტერ სიტი“ მე-5 ლიგაში უნდა დააქვეითონ, რადგან ჯეიმის აზრით, „სიტი“ ფინანსურ ფეარ-პლეის მუდმივად არღვევს...
„ევერტონი“ გასულ სეზონში გავარდნას ბეწვზე გადაურჩა და მიმდინარე სეზონიც მძიმედ დაიწყო, რადგან 9 ტურის შემდეგ 7 ქულით მხოლოდ მე-16 ადგილზეა.