ფეხბურთი

23:26 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უნიონში" დატრო ფოფანა გუნდს ჩამოაშორეს

„უნიონ ბერლინში“ დავიდ დატრო ფოფანა დასაჯეს. კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ მატჩში შეცვლის შემდეგ მთავარ მწვრთნელს, ურს ფიშერს ხელი არ ჩამოართვა, რამაც გამოიწვია დისციპლინური სასჯელი.

ფოფანა მონაწილეობას ვერ მიიღებს ბრემენის „ვერდერთან“ ბუნდესლიგაში და გერმანიის თასზე „შტუტგარტთან“ მატჩებში. მოედანზე მისი დაბრუნება 4 ნოემბერს, ფრანკფურტის „აინტრახტთან“ არის მოსალოდნელი.

დატრო ფოფანა „უნიონში“ ლონდონის „ჩელსის“ ჰყავს განათხოვრებული და მიმდინარე სეზონში მან გერმანულ გუნდში 9 მატჩი ჩაატარა.

0.114799