ძიუდო

16:14 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს შანსი აბუ დაბის გრანდ სლემზე

აბუ დაბის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს 6-მა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა და ორი მათგანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის.

90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა ნიდერლანდელი და ამერიკელი მეტოქეები დამარცხა, შემდეგ სამხრეთკორეელ სუნგჰო ლისთან წააგო, ხოლო რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს აჯობა და მედლისთვის ესტონელ კრისტოფერ კალიულაიდს შეხვდება.

იგივე გზა განვლო +100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა, რომელმაც მეოთხედფინალში ინალ ტასოევთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში იმარჯვა და ბრინჯაოს მედლისთვის ტამერლან ბაშაევთან დაპირისპირება მოუწევს.

დღესვე იასპარეზეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ უჩა ტაბატაძე (+100 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ), მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ) და აკაკი ჯაფარიძე (90 კგ). შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი მედალი (ოქრო) აქვს მოპოვებული, რომელიც ვაჟა მარგველაშვილის აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111708