ფეხბურთი

14:47 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტი ფრანკი: "საზონოვი „ტორინოში“ იმიტომ მოხვდა, რომ ქართველია"

Tuttosport-ის იტალიელი ჟურნალისტი, მასიმო ფრანკი, გამოეხმაურა ჭორებს სერია A-ს ზოგიერთი კლუბის მხრიდან „კრასნოდარის“ ნახევარმცველის, ედუარდ სპერციანისა და „ლოკომოტივის” მცველის, ნაირ ტიკნიზიანის მიმართ ინტერესის შესახებ.

„იტალიური საიტები ყოველდღიურად აქვეყნებენ ათობით სატრანსფერო ბაზრის სიახლეს. ისინი ცხოვრობენ მკითხველის ყურადღების მიქცევით. მაგრამ ძალიან ცოტაა სიმართლე და კონკრეტული. 95% არის კვამლი. ეს სიახლე მხოლოდ ჭორებია.

ახლა რუსეთის ჩემპიონატი არამიმზიდველია, მათი პრემიერლიგის მატჩები იტალიაში ტელევიზიით არ გადაიცემა. სამაგიეროდ, საუდის არაბეთის ჩემპიონატს აჩვენებენ. რუსული გუნდები და ეროვნული ნაკრები ახლა ჩამოშორებული არიან საერთაშორისო ფეხბურთისგან ამიტომ, ევროპული კლუბები ამჟამად არ არიან დაინტერესებული მათით.

იტალიური კლუბები ამჯობინებენ თავიანთი სკაუტების გაგზავნას სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში ან შორეულ აღმოსავლეთში, ვიდრე რუსეთში.

არის გამონაკლისებიც, მაგალითად, საბა საზონოვი „ტორინოში“ ზაფხულში გადავიდა. მაგრამ პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ქართველია, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელია და მისი თამაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნახეს“, - ციტირებს ფრანკის სიტყვებს Metaratings.ru.

0.124803