ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე დაწერა და აღნიშნა, რომ ქართველი თამაშის ხარისხთან შედარებით წარმოუდგენლად დაბალ ხელფასს იღებს, მაგრამ ამის მიუხედავად, კონცენტრირებული მხოლოდ მოედანზეა.
„კვარა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. ევროპულ ფეხბურთში პირველ სეზონში ის იყო იმ სკუდეტოს გმირი, რომელიც „ნაპოლიში“ მხოლოდ მარადონას ჰქონდა მოგებული. ქართველი უკვე მოხვდა ოქროს ბურთის 30 ნომინანტში. კვარა ასევე შესანიშნავი პროფესიონალია, მან არ დაუშვა, რომ კონტრაქტის საკითხით პრობლემები შეჰქმნოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის თამაშთან შედარებით წარმოუდგენლად დაბალ ხელფასს იღებს. მან იცის, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალური ბიზნესი არიან და აგრძელებს საკუთარ თავში ინვესტირებას. წინ იყურება, რადგან იცის, რომ საფეხბურთო ცხოვრება გრძელია და ასევე მუშაობს თავისი მომავლისთვის“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 11 მატჩში 3 გოლით, 4 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით შეძლო თავის გამოჩენა.