ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟოზე ალტაფინიმ განაცხადა, რომ ჯაკომო რასპადორის გოლი, რომელიც „უნიონ ბერლინს“ გაუტანა, 80%-ით ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.
„როდესაც გუნდში გყავს მოთამაშეები, რომლებიც კვარაცხელიას მსგავსად ქმნიან საგოლე მომენტებს, ეს დიდი უპირატესობაა, რასპადორის გოლში 80% კვარაცხელიას დამსახურებაა. „ნაპოლი“ ცუდად არ თამაშობს, შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ გარსია შესანიშნავი მწვრთნელია. „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩი? ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორ იქნებიან გუნდები ფიზიკურად მზად თამაშისთვის“, - თქვა ალტაფინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება.