ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ინტერის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ „უნიონთან“ „ნაპოლის“ თამაში შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„რასპადორიმ ძალიან „მძიმე“ გოლი გაიტანა, მისნაირი ფეხბურთელი ძალიან სახიფათოა დაბალ ბურთებზე, კვარაცხელია კი ფენომენალურია და სასიამოვნო საყურებელია მისი თამაში, საოცარ რაღაცებს აკეთებს“, - თქვა ბრანკამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 11 მატჩში 3 გოლით, 4 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით შეძლო თავის გამოჩენა.