იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ განაცხადა, რომ „ნაპოლისთვის“ ხვიჩა კვარაცხელია უფრო გადამწყვეტი ფეხბურთელია, ვიდრე ვიქტორ ოსიმენი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გამოჩნდა.
„გასულ სეზონში „ნაპოლის“ არ ეტყობოდა ოსიმენის არყოფნა, რადგან იქ იყვნენ სიმეონე, რასპადორი და პირველ რიგში, კვარაცხელია. ქართველი გარებარბი, რასაც ამტკიცებს, როგორც ჩანს, უფრო გადამწყვეტია „ნაპოლისთვის“, ვიდრე ნიგერიელი“, - თქვა საბატინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს.