საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ თურქეთში „დარუშაფაქას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 84:88 წააგო.
ესპანელებმა პირველი-ორი პერიოდი ზუსტად ერთნაირი ანგარიშით, 24:17 მოიგეს, შესაბამისად, დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ ამისგან მესამე პერიოდში არაფერი დარჩა, რადგან თურქებმა მესამე მეოთხედი 30:15 მოიგეს და დაწინაურდნენ, საბოლოოდ კი, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
გიორგი შერმადინმა 26:41 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გიორგი თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.
„ლენოვო ტენერიფე“ C ჯგუფში თითო მოგებით და წაგებით მეორე ადგილზეა, მესამე ტურში კი 8 ნოემბერს, ლატვიურ „რიგას“ უმასპინძლებს.