საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, დავით გრიშიკაშვილი, წარმატებულად ასპარეზობს ახალ კლუბ „კოტბუსში,“ რომელსაც 2023-2024 წლების სეზონიდან შეუერთდა.
დავითმა „ფიუხსე ბერლინის“ (მოქმედი ჩემპიონი) წინააღმდეგ ახალგაზრდულ ლიგაში 7 გოლი გაიტანა და გამორჩეული იყო საგოლე გადაცემებითაც.
მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს „ემპორ როსტოკის“ წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია