„ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი, სამი ჰიუპია მიიჩნევს, რომ მერსისაიდული კლუბის ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ვირჯილ ვან დეიკი, 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი გახდება.
„მან საკმაოდ მაღლა ასწია თამასა და ახლა ყველა მოელის, რომ ვირჯილი ყოველთვის ასე ითამაშებს. ეს ძალიან რთულია. მაგრამ ის კარგად მუშაობს, არის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და „ლივერპულის“ კაპიტანი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მოთმინება გვჭირდება და ის ყველაფერს გააკეთებს პროგრესისთვის.
ამ სეზონის ზოგიერთ მატჩში მან აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძველებურ დონეზეა და ეჭვი არ მეპარება, ამ სეზონში საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდება.“ - ციტირებს ჰიუპიას სიტყვებს Belfast Telegraph.
ვირჯილ ვან დეიკი „წითლებში" 2018 წლის იანვრიდან თამაშობს. გასულ ზაფხულს ნიდერლანდელი მცველი „ლივერპულის“ კაპიტანი გახდა.