„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „უნიონ ბერლინთან“ მატჩამდე Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა შემდეგნაირად უპასუხა:
„უდინეზესთან“ მატჩამდე დიდხანს ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ უგოლო სერიას შეწყვეტდა. მთავარი იყო თამაშის ხალისი დაებრუნებინა და უდარდელად ეთამაშა, არ ეფიქრა მხოლოდ გოლზე. ის გადამწყვეტი ფეხბურთელია და როგორც კი, გოლზე არ იფიქრა, მაშინვე შეძლო გატანა, ახლა ის უფრო მშვიდია“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „უნიონ ბერლინისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.