„უნიონ ბერლინის“ მცველის, დანილო დუხის აგენტმა სერაინო დალგლიშმა თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რთული საღამო ექნება, რადგან ყველაზე ძლიერ მცველს დაუპირისპირდება, ვისაც მიმდინარე სეზონში შეიძლება დაუპირისპირდეს...
„კვარაცხელია ხვალ ყველაზე ძლიერი მცველის წინააღმდეგ ითამაშებს, ვისთანა თამაში შეიძლება მოუწიოს. ჩემი კლიენტი ძალიან მოტივირებულია და კვარაცხელიასთვის რთული საღამო იქნება“, - თქვა დუხის აგენტმა.
შეგახსენებთ, რომ „უნიონ ბერლინისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.