ფეხბურთი

16:35 | 23.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უნიონის" მწვრთნელი: "ნაპოლი" კრიზისში არ არის, კვარაცხელია ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია"

„უნიონ ბერლინის“ მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც მან თქვა, ის ერთი-ერთზე ძალიან სახიფათოა.

„ნაპოლის“ ბოლო დროს თვალს ვადევნებ და არ ვფიქრობ, რომ კრიზისშია, რადგან ჩემპიონატში ბოლო პერიოდში კარგი შედეგები აქვს. ოსიმენი და ანგისა აკლიათ, ასევე ცენტრალური მცველიც, მაგრამ როგორც ყოველთვის, ძლიერ „ნაპოლის“ ველოდები, რომელიც პრესინგს კარგად თამაშობს და ყველა რგოლში სახიფათოა. ფლანგებზე კვარაცხელია და პოლიტანო ხიფათს ქმნიან, ერთი-ერთზე ძლიერები არიან. ასევე ლობოტკა უნდა გამოვყო, რომელიც ამ გუნდის მეტრონომია, რთული თამაში იქნება.

არა, მხოლოდ ლობოტკას შეზღუდვაზე ფიქრი შეცდომა იქნება. ასევე უნდა ვიფიქროთ, შემტევ ტრიოზე, კვარაცხელიაზე, რასპადორისა და პოლიტანოზე, მათზე ბევრი ვისაუბრეთ და ვარჯიშზე ვიმუშავეთ. ასევე, უნდა ვეცადოთ, რომ ლობოტკა, რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს ბურთს, მაგრამ მისთვის განსაკუთრებული ხაფანგის მომზადებას არ ვაპირებთ“, - თქვა ფიშერმა.

შეგახსენებთ, რომ „უნიონ ბერლინისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.114816