ფეხბურთი

16:02 | 23.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რანი ხედირა: "კვარაცხელიას შეჩერება რთულია, კვარადონას შემთხვევით არ ეძახიან"

„უნიონ ბერლინის“ ფეხბურთელმა რანი ხედირამ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას ხვიჩა კვარაცხელიასა და მის წინააღმდეგ თამაშზე ჰკითხეს.

გერმანელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ კვარადონას შემთხვევით არ ეძახიან და მისი შეჩერება რთული იქნება.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელია, კვარადონას შემთხვევით არ ეძახიან. ოსიმენთანაც მშვენიერ ტანდემს ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენი ხვალ ვერ ითამაშებს, ნეაპოლელთა შეტევა ძნელად მოსაგერიებელი იქნება.

კვარაცხელიამ წინა სეზონში იტალიის ჩემპიონობაში გადამწყვეტი წვლილიც შეიტანა და რასაკვირველია, ჩემთვის მისი შეჩერება რთული იქნება, მაგრამ გუნდურად უნდა დავიცვათ თავი, ნაკლები სივრცე დავუტოვოთ და როცა იძულებული ვიქნებით, ორმაგი მეურვეობითაც უნდა ვითამაშოთ. არა მხოლოდ დაცვაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ შეტევაზე და მეტოქისთვის პრობლემების შექმნაზე“, - თქვა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ „უნიონ ბერლინისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.118