ფეხბურთი

19:25 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "მდიდარი გავხდი, მაგრამ ცხოვრებისადმი მიდგომა არასდროს შემიცვლია"

იტალიური ფეხბურთის და „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ La Repubblica-სთან ინტერვიუში თავის ცხოვრებასა და ბავშვობაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის მდიდარი მხოლოდ ფეხბურთის წყალობით გახდა, მაგრამ ფულს მის ადამიანობაში არაფერი შეუცვლია.

„მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი გავხდი, ცხოვრებისადმი მაინც იგივე მიდგომა მქონდა, როგორც მაშინ, როცა უფულო ვიყავი. ფული ბევრ პრაქტიკულ პრობლემას აგვარებს, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ბევრ სევდიან მდიდარს ვიცნობ ფეხბურთშიც და ეს რიტორიკა არ არის. ამ სამყაროში ხშირია მარტოობა და დეპრესია. ვიცი ადამიანები, რომლებსაც საჩუქრები, ყველაფერი აქვთ, მაგრამ ბედნიერები არ არიან.

ვამაყობ იმით, თუ როგორ აღმზარდეს ჩემმა მშობლებმა. ვამაყობ მამაჩემით, რომელიც ელექტრიკოსი იყო და ზურგი დაიზიანა, დედაჩემით, რომელიც იატაკებს წმენდდა კონელიანოს სახლებში. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ის მყავს. მე მქონდა ბავშვობა, სადაც სურვილები შესაძლებლობებთან იყო დაკავშირებული, მეტი არაფერი“, - თქვა დელ პიერომ.

0.111392