ფეხბურთი

16:41 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ზედიზედ მეოთხედ წააგო და ერედივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა!

ამსტერდამის „აიაქსი“ ისევ დამარცხდა, ამჯერად ერედივიზიონის მეცხრე ტურში „უტრეხტთან“, რომელსაც ამ მატჩამდე მთელ სეზონში 4 გოლი ჰქონდა გატანილი, „აიაქსს“ კი ასევე 4 გოლი გაუტანა.

„უტრეხი“ 48-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდა, რასაც მორის სტეინის გუნდის გამოფხიზლება მოჰყვა და ამსტერდამელებმა 13-წუთიან ინტერვალში 3 გოლი შეაგდეს, რის შედეგადაც წინ გავიდნენ - 2:3.

თუმცა, 71-ე და 90-ე წუთებზე მასპინძლებმა კიდევ ორჯერ იხეირეს, დააქამბექეს და 4:3 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ თამაში ორჯერ შეწყდა ტრიბუნებიდან ნასროლი ლუდის ჭიქების გამო... გიორგი მიქაუტაძე? კარგი ისევ არაფერი: ქართველი 91-ე წუთზე შევიდა მოედანზე, პრაქტიკულად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, ისიც სულ 6 წუთი... კატასტროფულია მისი ამსტერდამული კარიერა და უკვე შეიძლება თქმა, რომ იანვარში, როგორმე ამ გუნდს თავი უნდა დააღწიოს.

„აიაქსს“, რომელსაც აგვისტოს შემდეგ არ მოუგია და ერედივიზიონში ზედიზედ მეოთხედ წააგო, რის შედეგადაც, 5 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა! ერთადერთი შვება ამ გუნდისთვის ის თუ იქნება, რომ მხოლოდ 7 მატჩი აქვს ჩატარებული (1 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება). მომდევნო ტურში სტეინის გუნდი 29 ოქტომბერს, პსვ ეინდჰოვენს ესტუმრება, თუმცა, მანამდე ევროპა ლიგაზე „ბრაიტონს“ შეხვდება - კალენდარი უმძიმესია.

0.113207