ფეხბურთი

14:44 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სევილიაში ვინისიუსს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

„სევილია“ – „რეალის“ მატჩი (1:1) სკანდალური გამოდგა. მადრიდელთა ბრაზილიელ შემტევს, ვინისიუსს ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

ანდალუსიელებმა ამაზე რეაგირება მოახდინეს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ქომაგი, ვინც ეს ჩაიდინა, სტადიონიდან მიაბრძანეს.

„კლუბმა ამოიცნო და გააძევა სტადიონიდან გულშემატკივარი, რომელიც ქსენოფობიურ და რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდა ფეხბურთელებს. „სევილია“ წინააღმდეგია და გმობს ყოველგვარ რასისტულ და ქსენოფობიურ ქცევას“, - წერია განცხადებაში.

კომენტარი გააკეთა კარლო ანჩელოტიმაც, რომელმაც პირდაპირი საუბრისგან თავი შეიკავა.

„ამ მატჩზე კომენტარის გაკეთება მხოლოდ ირონიაა. თუ ვიტყვი იმას, რასაც რეალურად ვფიქრობ, დისკვალიფიკაციას მომცემენ და ამიტომ ჯობია თავი შევიკავო. მჯერა, რომ მსაჯმა კარგად იმუშავა, ცდილობდა ფეხბურთელების დაწყნარებას“, - თქვა იტალიელმა მწვრთნელმა.

0.11879