MLS-ის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „ატლანტა იუნაიტედი“ სტუმრად „ცინცინატის“ დაუზავდა, საბა ლობჟანიძემ კი საგოლე პასი გააკეთა.
ქართველის პასით იაკუმაკისმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. საბა მოედანზე 63-ე წუთამდე იყო. მას მიმდინარე სეზონში MLS-ში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.
„ატლანტა იუნაიტედმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 51 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა და ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.