ფეხბურთი

1:13 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ „სელტა“ გრიზმანის ჰეთ-თრიქით დაამარცხა

ესპანური პრიმერას მე-10 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ატლეტიკომ“ „სელტას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

სტუმართა ისედაც მძიმე მდგომარეობა 25-ეწუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როცა მსაჯმა მინდვრიდან მათი მეკარე, ივან ვილარი გააძევა.

შემდეგ კი ანტუან გრიზმანის ჯერი დადგა. ფრანგმა სამჯერ გაუტანა ვიგოელებს (ერთი პენალტით).

შედეგად დიეგო სიმეონეს შეგირდებმა 9 მატჩის შემდეგ 22 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დადგნენ. 6-ქულიანი „სელტა“ კი მე-18 ადგილზეა და გასავრდნ ზონაში იმყოფება.

ლიდერი 25-ქულიანი მადრიდის „რეალია.“

0.115272