ფეხბურთი

23:51 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინს „ბაიერნის“ შემადგენლობაში 11 მატჩში 15 ქულა მოუგროვდა

„ბაიერნის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, დღეს, 21 ოქტომბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში „მაინცთან" (3:1) გოლი გაიტანა. ამრიგად, ინგლისელმა ფორვარდმა მიუნხენურ კლუბში მე-10 ბურთი მიითვალა.

ჯამში, კეინს „ბაიერნის“ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში 15 ქულა აქვს (10+5). და ის მიმდინარე სეზონში ამ მაჩვენებლებით გუნდში საუკეთესოა.

ბუნდესლიგის რვა მატჩში კეინმა ცხრა გოლი გაიტანა. მხოლოდ სამმა მოთამაშემ მიაღწია ამ ნიშნულს უფრო სწრაფად სხვადასხვა დროს: გერტ დერფელმა (ჰამბურგი - შვიდ მატჩში), პაკო ალკასერმა (დორტმუნდის ბორუსია - შვიდ მატჩში) და ერლინგ ჰოლანდმა (ბორუსია დორტმუნდი - ექვს მატჩში).

კეინი „ბაიერნში“ გასული ზაფხულიდან თამაშობს. კლუბთან კონტრაქტი მას 2027 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.

0.118017