ფეხბურთი

22:01 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინო" "ინტერთან" დამარცხდა, საბა საზონოვმა 40 წუთი ითამაშა

სერია A-ს მეცხრე ტურში „ტორინომ“ „ინტერთან“ უშანსოდ, 0:3 წააგო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივან იურიჩის გუნდი ღრმა კრიზისშია. სხვა თუ არაფერი, „ხარებს“ 4 ტურია გოლი არ გაუტანიათ...

ითამაშა საბა საზონოვმა, რომელიც 51-ე წუთზე პერ სხუურსის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. ნიდერლანდელმა მოედანი საკაცით და ცრემლებით დატოვა, სავარაუდოდ, მან ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო.

საბამ მესამედ მოირგო „ტორინოს“ მაისურით და მცირე ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ გაშვებულ გოლებში მას ვერ დავადანაშაულებთ. ისე კი, „ტორინომ“ გოლები სწორედ მაშინ გაუშვა, როცა საზონოვი მოედანზე იყო. მილანელთაგან გოლები მარკუს ტურამმა, ლაუტარო მარტინესმა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანეს.

„ინტერი“ 22 ქულით ამ დროისთვის ლიდერია, ხოლო „ტორინო“ 9 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 ოქტომბერს, „ლეჩეს“ ესტუმრება.

0.113445