გერმანულ ბუნდესლიგაში ლიდერად კვლავ „ლევერკუზენი“ დარჩა. „ფარმაცევტებმა“ სტუმრად „ვოლფსბურგს“ 1:2 მოუგეს, 22 ქულა მოაგროვეს და ერთი პუნქტით უსწრებენ უშუალო მდევარ „შტუტგარტს.“ ლევერკუზენლთაგან გოლები ჯერემი ფრინპონგმა და ალეხანდრო გრიმალდომ გაიტანეს.
მესამეზე 20-ქულიანი „დორტმუნდია,“ მეოთხეზე კი მიუნხენის „ბაიერნი,“ რომელიც დღის გვიან მატჩში „მაინცს“ ესტუმრება
მე-8 ტური. 21 ოქტომბერი: უნიონი - შტუტგარტი 0:3, დარმშტადტი - ლაიფციგი 1:3, ფრაიბურგი - ბოხუმი 2:1, ჰოფენჰაიმი - აინტრახტი 1:3, ვოლფსბურგი - ლევერკუზენი 1:2.