ფეხბურთი

10:28 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "იტალია ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეს, თორემ კატასტროფა იქნება"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს. სლოვენიელმა, რომელსაც წესით ნეიტრალური პოზიცია მოეთხოვება, ეს განცხადება საჯაროდ გააკეთა.

„იტალიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გადალახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა იქნება. იტალიის ნაკრების ყოფნა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაიმარჯვებს“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებიდან ჯგუფიდან ინგლისი უკვე გავიდა, მეორე ადგილისთვის კი უკრაინასთან იბრძვის.

სიტუაცია ასეთია: უკრაინას 7 მატჩში 13 ქულა აქვს და ერთადერთი მატჩი დარჩა გასამართი, სწორედ „სკუადრა აძურასთან“, ხოლო იტალიას 6 მატჩში 10 ქულა აქვს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას რომში უმასპინძლებს და 20 ნოემბერს, ლევერკუზენში, უკრაინას ესტუმრება (თამაში ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო). იტალიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან რომც წააგოს, ბოლო ტურში უკრაინასთან მოგების შემთხვევაში მაინც გავა ჯგუფიდან. მეორეს მხრივ, „აძურის“ მაკედონიასთან მოგების შემთხვევაშიც კი, უკრაინასთან მინიმუმ ქულა დასჭირდება ჯგუფიდან გასასვლელად.

გარდა ამისა, იტალიას თავი იმით შეუძლია დაიმშვიდოს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ერთა ლიგის პლეი-ოფში მონაწილეობის უფლებაც აქვს...

0.116071