„ტორინოს“ მცველ საბა საზონოვს ტრავმა აღარ აწუხებს. „ინტერთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა აღნიშნა, ქართველი კარგადაა.
ეს იმას ნიშნავს, რომ საბას ძირითად შემადგენლობაშიც თამაში შეუძლია, დანარჩენი კი მწვრთნელის გადასაწყვეტია. იმის გათვალისწინებით, რომ „ტორინოს“ დაცვის ცენტრში ტრავმების გამო საკადრო პრობლემები აქვს, დიდი ალბათობაა, რომ საზონოვი „ნერაძურის“ პირველივე წუთიდან დაუპირისპირდეს.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ინტერის“ მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.