ფეხბურთი

21:47 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "დღეს "რეალში" რომ ვარ, სერხიო რამოსის დამსახურებაა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ მატჩის წინ ისაუბრა, სადაც კომენტარი სერხიო რამოსზე გააკეთა, რომელიც „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

„ბედნიერი ვიქნები სერხიო რამოსთან შეხვედრით, მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს. თუ დღეს აქ ვარ, ეს მისი დამსახურებაა, რადგან რომ არა ის გოლი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა, ალბათ, „რეალის“ მწვრთნელად აღარ დავრჩებოდი. დარწმუნებული ვარ, რომ ის შესანიშნავად ითამაშებს. გოლს თუ იზეიმებს? იმედი მაქვს, რომ გოლს ვერ გაიტანს, მაგრამ თუ გაიტანს, შეუძლია ის გააკეთოს, რაც სურს.

როდრიგო გარემარბად? არავის უთქვამს, რომ ამ პოზიციაზე თამაში არ შეუძლია. ერთხელ რამოსი ფორვარდის პოზიციაზე ვათამაშე, არ მოსწონდა, მაგრამ გუნდს მაშინ ასე სჭირდებოდა.

არდა გიულერი კარგადაა, მას ცოტა ფიტნესი აკლია, მაგრამ ორ კვირაში თავის შანსს მიიღებს. ის შემტევი მოთამაშეა და ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. შეუძლია იყოს ისეთი ნახევარმცველი, როგორიც ბელინგემია, მაგრამ ასევე გარემარბი, ბევრ პოზიციაზე თამაში შეუძლია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „სევილიისა“ და „რეალის“ მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

0.112171