ფეხბურთი

18:04 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "შუქურა" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტური „შუქურას“ და „საბურთალოს“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

აჭარულ გუნდში რევაზ ძოძუაშვილს ჰქონდა დებიუტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ მისი გუნდი ამჯერადაც დამარცხდა. თბილისელებმა სილაგაძისა და ნონიკაშვილის გოლებით მოიპოვეს მნიშვნელოვანი გამარჯვება.

„საბურთალო“ 49 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „შუქურა“ 8 ქულით ბოლო პოზიციაზეა და გავარდნისგან ვერაფერი იხსნის.

„შუქურა“ – „საბურთალო“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 სილაგაძე (10), 1:1 მუჯირი (42), 1:2 ნონიკაშვილი (49)

0.112541