ფეხბურთი

18:00 | 19.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ბელგიისა და შვედეთის მატჩზე გადაწყვეტილება მიიღო

უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბელგია - შვედეთის მატჩის საბოლოო შედეგად პირველი ტაიმის ანგარიში გამოაცხადოს.

შესაბამისად, მატჩი, რომელიც შეწყდა, აღარ გაგრძელდება და გუნდებს სატურნირო ცხრილში თითო ქულა მიენიჭათ.

ბრიუსელში ტერორისტმა ორი შვედი გულშემატკივარი მოკლა, რის გამოც ხსენებული თამაში შესვენების შემდეგ აღარ განახლდა. ორივე ქვეყნის ფედერაციამ უეფას მიმართა, რომ პირველი ტაიმის შედეგი ძალაში დაეტოვებინათ, რაზეც უეფა დაეთანხმა.

ეს მატჩი პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, რადგან ბელგია ისედაც გასული იყო ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო შვედეთს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა.

0.113417