ფეხბურთი

11:53 | 19.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბონეკი: „დღეს ფეხბურთელის რეპუტაციის დასანგრევად საკმარისია რაღაც სისულელე დაწერო სოციალურ ქსელებში“

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა და პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზბიგნევ ბონეკმა, ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება დაინგრეს ფეხბურთელის რეპუტაცია და მოიყვანა „რომას“ ნახევარმცველის, ნიკოლა ზალევსკის მაგალითი, რომელიც ეჭვმიტანილია უკანონო ფსონების დადებაში.

„ნიკოლა იფიცებს, რომ ტოტალიზატორის საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია. დღეს ადამიანის რეპუტაცია ხუთ წუთში შეიძლება დაინგრეს. ამისათვის საკმარისია დაწეროთ რაღაც სისულელე სოციალურ ქსელებში და რამდენიმე წუთში დაასრულებთ მის კარიერას, თუნდაც 100%-ით სუფთა იყოს.“ - ციტირებს ტვიტერში ბონეკის სიტყვებს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა. შეგახსენებთ, ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზალევსკი აზარტულ თამაშში მონაწილეობის ბრალდებებს უარყოფს.

0.118035