„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი ნეიმარი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ბრაზილიელის ტრავმა, რომელიც ურუგვაის ნაკრებთან მატჩში მიიღო, სერიოზული გამოდგა.
არაბულმა კლუბმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნეიმარს ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და ასევე მენისკიც დაიზიანა. მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ მსგავსი ტრავმის მოშუშებას 7-8 თვე სჭირდება. შესაბამისად, მისთვის ეს სეზონი დასრულებულია.
ნეიმარმა „ალ-ჰილალში“ მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.