კალათბურთი

0:50 | 19.10.2023 | ნანახია 1091 - ჯერ

მაკფადენის 2 ქულა და "მურსიას" მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში თად მაკფადენის „მურსია“ იტალიაში „ტორტონას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 74:78 დამარცხდა.

მატჩის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა 7 ქულით მოიგეს.

მაკფადენმა პარკეტზე 9 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო. თადმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.

„მურსია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ნოემბერს, „იგოკეას“ უმასპინძლებს.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.063356
1091