საბა საზონოვი „ინტერთან“ მატჩისთვის ემზადება. ტურინული გამოცემა Toro.it იტყობინება, რომ ალესანდრო ბონჯორნო გამოჯანმრთელებას თუ ვერ მოასწრებს, შანსს ქართველი მცველი მიიღებს, რომელსაც მიმდინარე სეზონის სტარტზე არ გაუმართლა.
„თუ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონის სტარტზე არ გაუმართლა, ის ნამდვილად საბა საზონოვია. 21 წლის ქართველი მცველი ზაფხულში „დინამო მოსკოვიდან“ მოვიდა. რომში, „ლაციოსთან“ დებიუტი ჰქონდა, შემდეგ კი „ვერონას“ წინააღმდეგ ძირითადში იყო, მაგრამ 27-ე წუთზე მოედნიდან ტრავმის გამო გავიდა. დაზიანება სერიოზული არ იყო, ტურინულ დერბიში კი სათადარიგო სკამზე ყოფნა მოუწია, რადგან სათამაშოდ მზად არ იყო. კვირის განმავლობაში ის ბაზაზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბონჯორნო გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, საზონოვი კიდევ ერთ შანსს მიიღებს ძირითად შემადგენლობაში მნიშვნელოვან მატჩში. მის მიმართ ინტერესი დიდია, რადგან ჩანს, რომ შესანიშნავი თვისებები აქვს.
ჯიჯი ლაზარეთშია, ზიმა მზად არ არის - „ტორინოს“ დაცვაში რაოდენობრივი პრობლემები აქვს. მარცხნივ ადგილი როდრიგესისაა, ცენტრსა და მარჯვნივ სასტარტო შემადგენლობაში ადგილები ბონჯორნოსა და სხუურსს ეკუთვნით. ბონჯორნო ბოლომდე ეცდება „ინტერთან“ რომ ითამაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზონოვის ჯერი დადგება. „ტორინოს“ მე-15 ნომერს შეუძლია როგორც ცენტრში, ისე მარჯვენა ცენტრალურ მცველად თამაში. აქამდე ის მოედანზე ხშირად ვერ ვნახეთ, მაგრამ მზად არის ისარგებლოს დაცვაში არსებული ბევრი პრობლემით“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საზონოვმა „ტორინოში“ ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ჯერ შეცვლაზე „ლაციოსთან“ და შემდეგ ძირითადში „ვერონასთან“, მაგრამ მოედანი პირველივე ტაიმში ტრავმის გამო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი არ უთამაშია, იმ წუთებში, რაც მინდორზე გაატარა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „ტორინოსა“ და „ინტერის“ მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება.