ფეხბურთი

16:17 | 18.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ტონალი ფსონებს "მილანის" მატჩებზეც დებდა

„ნიუკასლის“ ფეხბურთელმა სანდრო ტონალიმ ტურინის პროკურატურას უთხრა, რომ „მილანის“ მატჩებზეც დებდა ფსონს, როდესაც „როსონერის“ ღირსებას იცავდა.

ცხადია, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე სხვა მატჩებზე ფსონის გაკეთება. ჯერჯერობით, გამოძიება გრძელდება და უცნობია, რა სასჯელი მოელის იტალიელ ფეხბურთელს, მაგრამ მას ჯერ „ნიუკასლში“ თამაშის უფლება აქვს, რადგან განაჩენი გამოტანილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლი 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რომელიც ფეხბურთის მატჩებზე აკეთებდა ფსონებს, მაგრამ არა თავისი გუნდის მატჩებზე. მან ისიც უთხრა გამოძიებას, რომ არალეგალურ საიტებზე თამაში ტონალიმ ურჩია.

0.131871