NBA-ს მოსამზადებელ ეტაპზე „ორლანდო მეჯიქი“ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და 92:104 დამარცხდა.
გოგა ბითაძეს თამაშის შესაძლებლობა მეორე ტაიმში მიეცა და მოედანზე 12 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა ამ დროში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გოგამ 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“ ჩაატარებს, NBA-ს პირველ შეხვედრაში კი 26 ოქტომბერს „ჰიუსტონს“ უმასპინძლებს.