გერმანული „მაინცის“ ფეხბურთელი ანვარ ელ ღაზი პალესტინის საჯარო მხარდაჭერის გამო გუნდს ჩამოაშორეს.
როგორც „მაინცის“ განცხადებაშია აღნიშნული, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ პოზიციის დაფიქსირება კლუბისთვის მიუღებელია. ამიტომ, ელ ღაზი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს და შესაბამისად, არც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.
ელ ღაზიმ ორი დღის წინ ინსტაგრამში გამოაქვეყნა სთორი და პალესტინას მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა, პოსტი მოგვიანებით წაშალა.
აქვე გეტყვით, რომ „მაინცმა“ ანვარ ელ ღაზი სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გერმანული გუნდის მაისურით 3-ჯერ ითამაშა.