ფეხბურთი

19:10 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნითი მატჩი საქართველოს და ლიეტუვის ასაკობრივ ნაკრებებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

ჩვენი გუნდი მატჩის დებიუტში დაწინაურდა: მე-5 წუთზე, რეზი დანელიამ ეფექტური შორეული დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მეტოქეს გათანაბრება 3 წუთში შეეძლო, თუმცა ნედას გარბალიაუსკასის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი ყავლაშილმა მოიგერია. შეხვედრის საბოლოო აგნარიში 85-ე წუთზე დოვას გრუძინსკასმა დააფიქსირა. ჯგუფის მეორე მატჩი, ავსტრიის და დანიის ნაკრებებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა.

ავსტრიამ 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, საქართველომ მეორე (4 ქულა), დანიამ მესამე (4 ქულა) და ლიეტუვამ მეოთხე (1 ქულა). გიორგი ჩიტაურის გუნდმა დანიას იმის ხარჯზე აჯობა, რომ მეორე ტურში მისი დამარცხება მოახერხა (2:1).

ელიტ რაუნდის მატჩებს გიორგი ჩიტაურის გუნდი მომავალი წლის გაზაფხულზე ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინობა დეკემბერში გახდება ცნობილი.

NAKREBI.GE

0.114912