სანდრო ტონალის აგენტმა დაადასტურა, რომ იტალიელი ფეხბურთელი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. როგორც მან თქვა, ტონალიმ შესაბამისი მკურნალობის კურსის გავლა უკვე დაიწყო.
„სანდრო მნიშვნელოვან თამაშს თამაშობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და ამასაც მოიგებს. „ნიუკასლი“ მის გვერდითაა და მხარს უჭერს. ის შოკშია, შეძრწუნებულია და სევდიანია. იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდილება დაეხმარება და სხვა ადამიანებს, რომ იგივე შეცდომა არ დაუშვან. სანდრო ვარჯიშობს და შაბათს თამაში შეუძლია, კლუბიც მის გვერდითაა“, - თქვა რიზომ.
ტონალის საქმეზე ტურინის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და მოსალოდნელია, რომ მას დისკვალიფიკაცია ელოდება.