ფეხბურთი

13:39 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შესარჩევი მატჩის დროს რონალდუს ქომაგი ტელეფონით დაესხა თავს

პორტუგალიის ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩისას (5:0), გულშემატკივარი თავს დაესხა, რომელსაც მასთან ფოტოს გადაღება სურდა.

ინციდენტი მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, როდესაც რონალდუ კუთხურის ალამთან იდგა. გულშემატკივარი მოედანზე ტელეფონით შევარდა და პორტუგალიელს მიეჭრა, თუმცა, სიტუაცია სწრაფად მოაგვარეს სტიუარდებმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე, J ჯგუფში პორტუგალიამ რვიდან რვავე მატჩი მოიგო და ფინალურ ეტაპზე ნაადრევად გავიდა.

0.136247