„ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურში საბერძნეთთან მატჩში თავისი გუნდის გამარჯვებაზე ისაუბრა.
„საშინელ მოედანზე ვითამაშეთ - წარმოუდგენელია, რომ ეს ჯერ კიდევ მისაღებია ამ დონეზე. საბერძნეთს კვალში ვედექით და ახლა ვაჯობეთ ორი მატჩის მოგების წყალობით. უნდა დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ და ავიღოთ ევროს ბილეთი. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს BBC.
16 ოქტომბერს, ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-8 ტურის მატჩში ერთმანეთს საბერძნეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები შეხვდნენ. თამაში ათენში გაიმართა. დს ნიდერლანდელების გამარჯვებით 0:1 დასრულდა. 90+4-ე წუთზე ვან დეიკმა პენალტი შეასრულა და სტუმრები წინ გაიყვანა.
B შესარჩევი ჯგუფიდან საფრანგეთი უკვე გასულია ფინალურ ეტაპზე. ნიდერლანდებს და საბერძნეთს 12-12 ქულა მოუგროვდათ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, თუმცა „ნარინჯისფერებმა“ ერთი მატჩით ნაკლები ითამაშეს.