სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:53 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ბელგიაში შვედი გულშემატკივრების მკვლელობას ეხმაურება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ბელგიაში შვედი გულშემატკივრების მკვლელობაზე ისაუბრა.

„ახლახან ველაპარაკე [ბელგიის] პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს, რათა გამომეხატა ფრანგი ხალხის სოლიდარობა ამ საშინელ მომენტში, რომელსაც ბრიუსელი განიცდის.

ჩვენ ვფიქრობთ ამ მშიშარა თავდასხმის მსხვერპლებზე, ასევე ჩვენს ბელგიელ და შვედ მეგობრებზე და ვიზიარებთ მათ შოკს“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

გუშინ, 16 ოქტომბერს, ბრიუსელში (ბელგია), ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ ბელგია - შვედეთი, ორი შვედი გულშემატკივარი მოკლეს. პირველი ტაიმის შემდეგ თამაში შეწყდა და არ განახლდა. შესვენებისთვის გუნდებმა გოლები გაცვალეს - 1:1. შვედეთის ნაკრებში გოლი ვიქტორ დიოკერეშმა გაიტანა. ბელგიელების საპასუხო გოლი რომელუ ლუკაკუმ პენალტიდან შეაგდო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11733