ფეხბურთი

0:56 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მორიგი დუბლი: საბერძნეთი და ლუქსემბურგი ერთა ლიგის პლეი-ოფისკენ

საბერძნეთის ნაკრები, როგორც ჩანს, შესარჩევ ეტაპს ვერ დაძლევს, შესაბამისად, ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქე იქნება.

ბერძნებმა გადამწყვეტი მატჩი ათენში ნიდერლანდებთან ჩაატარეს და აუცილებლად უნდა მოეგოთ, მაგრამ მოგებას ვინ ჩივის - წააგეს. ვირჯილ ვან დეიკმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, ნიდერლანდებს და საბერძნეთს 12-12 ქულა აქვთ, მაგრამ რონალდ კუმანის გუნდი უპირატესობას ფლობს ურთიერთშეხვედრებში, თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ბოლო ორ ტურში ირლანდიას და გიბრალტარს უნდა შეხვდეს, ხოლო საბერძნეთს ერთადერთი მატჩი საფრანგეთთან დარჩა ჩასატარებელი. მოკლედ, ბერძნები ჩვენი კონკურენტები იქნებიან. ამ ჯგუფიდან საფრანგეთი გასულია, ხოლო ირლანდიამ არაფრის მომცემ მატჩში გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

გიბრალტარი - ირლანდია 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ფერგიუსონი (8), 0:2 ჯონსტონი (28), 0:3 დოჰერტი (28), 0:4 რობინსონი (80)

საბერძნეთი - ნიდერლანდები 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვან დეიკი (90, პენ)

1. საფრანგეთი 6 6 0 0 13 1 12 18
2. ნიდერლანდები 6 4 0 2 10 7 3 12
3. საბერძნეთი 7 4 0 3 12 6 6 12
4. ისლანდია 7 2 0 5 9 9 0 6
5. გიბრალტარი 6 0 0 6 0 21 -21 0

პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური წინა ტურში მოიპოვა, მაგრამ უმოტივაციობა არ ეტყობოდა - ბოსნიაში 5:0 მოიგო და ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც უკვე 127 გოლი აქვს ნაკრებში! რონალდუმ 2023 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 40. საოცარი შედეგებია. პორტუგალია გასულია, ბოსნია უშანსოდაა.

ამ ჯგუფში გაცილებით მნიშვნელოვანი იყო მეორე მატჩი, რომელშიც კონკურენტები ლუქსემბურგი და სლოვაკეთი შეხვდნენ. მასპინძლები მოგების შემთხვევაში ევრო 2024-სკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამდა, მაგრამ წააგო. მიხალ დურიშმა სლოვაკეთს მოაგებინა და ევროპის ჩემპიონატამდე მათ ნაბიჯი აშორებთ. ორი ტურით ადრე სლოვაკეთი ლუქსემბურგს 5 ქულით უსწრებს, შესაბამისად, სასწაული თუ არ მოხდა, ლუქსემბურგი ერთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, თან ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება...

ბოსნია - პორტუგალია 0:5 (0:5)

გოლები: 0:1 რონალდუ (5), 0:2 რონალდუ (20), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (25), 0:4 კანსელუ (32), 0:5 ჟოაო ფელიქსი (41)

ლუქსემბურგი - სლოვაკეთი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დურიში (77)

ისლანდია - ლიხტანშტაინი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 სიგურდსონი (22, პენ), 2:0 ფინბოგასონი (44), 3:0 სიგურდსონი (49), 4:0 ჰარალდსონი (63)

1. პორტუგალია 8 8 0 0 32 2 30 24
2. სლოვაკეთი 8 5 1 2 11 5 6 16
3. ლუქსემბურგი 8 3 2 3 8 18 -10 11
4. ისლანდია 8 3 1 4 15 10 5 10
5. ბოსნია 8 3 0 5 7 14 -7 9
6. ლიხტანშტაინი 8 0 0 8 1 25 -24 0

დღეს კიდევ ერთ ჯგუფში იყო მატჩები: ავსტრიამ მანამდე ითამაშა და გაინაღდა ევროპის ჩემპიონატის საგზური, ხოლო ბელგიისა და შვედეთის მატჩი პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა, როცა ანგარიში 1:1 იყო. ეს თამაში სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა. საქმე ისაა, რომ ტერორისტმა ბრიუსელში შვედი ფანები მოკლა, ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

1. ბელგია 6 5 1 0 16 3 13 16
2. ავსტრია 7 5 1 1 15 7 8 16
3. შვედეთი 5 2 0 3 11 8 3 6
4. აზერბაიჯანი 6 1 1 4 4 12 -8 4
5. ესტონეთი 6 0 1 5 2 18 -16 1

ასე რომ, უდიდესი ალბათობით, ერთა ლიგის C დივიზიონის პლეი-ოფის ნახევარფინალური წყვილები ასეთი იქნება: საქართველო - ლუქსემბურგი და საბერძნეთი - ყაზახეთი.

0.127496