ფეხბურთი

0:20 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრიუსელში ტერორისტმა შვედი გულშემატკივრები მოკლა

ბრიუსელში, ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩის წინ ტრაგედია მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, მინიმუმ ორი ადამიანი მოკლეს.

თამაშის წინ უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა „ალაჰ აკბარის“ შეძახილით, რის შედეგადაც ორი შვედი გულშემატკივარი გარდაიცვალა, რომლებიც ბრიუსელში მატჩზე დასასწრებად იყვნენ.

გარდა ამისა, დაჭრილია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. თავდამსხმელმა isis-ს მხარდაჭერა გამოუცხადა. შემთხევა სტადიონთან ახლოს მოხდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მერე მატჩი არ განახლებულა - შვედებმა უარი თქვეს თამაშზე, ბელგიელებიც დაეთანხმნენ და თამაში შეწყდა.

საფრანგეთმა მომხდარის შემდეგ ბელგიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. ბრიუსელში პოლიცია მობილიზებულია უსაფრთხოების დასამყარებლად.

0.126662