„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დაახლოებით თვეს გამოტოვებს. ნეაპოლიტანურმა კლუბმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის საშუალო ხარისხის დაზიანების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
შედეგად, მოსალოდნელია, რომ ნიგერიელი მომდევნო სანაკრებო პაუზამდე მოედანზე ვერ გავა და მინდორს 25 ნოემბერს, „ატალანტასთან“ დაუბრუნდება. მანამდე ის სერია A-ში „ვერონას“, „მილანის“, „სალერნიტანასა“ და „ემპოლის“ წინააღმდეგ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „უნიონთან“ ორჯერ ვერ ითამაშებს.
შესაბამისად, პროგნოზის გამართლების შემთხვევაში ექვს მატჩს გამოტოვებს, რაც „ნაპოლისთვის“ დიდი დანაკლისია.
მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა 10 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.