ფეხბურთი

18:12 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" დანილო 3 კვირით გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ კაპიტანი დანილო გამოაკლდა. 32 წლის ბრაზილიელმა ტრავმა ეროვნულ ნაკრებში ვენესუელასთან მატჩში მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევამ ბარძაყის დაზიანება დაადასტურა, რის გამოც მას დაახლოებით 3 კვირა გაუცდება. შესაბამისად, უახლოეს მატჩებში ის მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დანილომ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 8-ჯერ ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.117855